საუკეთესო პრაქტიკის პრემიის კონკურსი შეიქმნა მუზეუმების საგანმანათლებლო ან კულტურის პროექტების წარდგენის მიზნით. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ICOM/CECA და მიზნად ისახავს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას და კომიტეტის წევრების მონაწილეობის წახალისებას CECA-ს 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სინგაპურში (ნოემბერი).
პრემია განკუთვნილია ექსკლუზიურად CECA-ს წევრებისთვის და წარმოადგენს დამატებით უპირატესობას კომიტეტის წევრობისთვის.
მონაწილეობის მისაღებად წევრებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა განაცხადის პროცედურების შესაბამისად. ფორმა ივსება ელექტრონულად და უნდა გაიგზავნოს პრემიის კოორდინატორთან მარგარიტა ლარეინთან margaritalaraignee(at)gmail.com.
2023 წელს, 3 საგანმანათლებლო პროგრამა მიიღებს საუკეთესო პრაქტიკის პრემიას კონკურსის კრიტერიუმების საფუძველზე. გამარჯვებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაესწრონ CECA-ს 2023 წლის ყოველწლიურ კონფერენციას (სინგაპური, ნოემბერი). კონფერენციის რეგისტრაციის საფასური და საცხოვრებლის თანხა 400.00 ევროს მოცულობით ანაზღაურდება პრემიის ფარგლებში (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ხარჯები არ დაიფარება).
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 მაისი.
კონკურსის სააპლიკაციო ფორმა – გადმოწერა
განაცხადის შევსების სახელმძღვანელო – გადმოწერა
დეტალური ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ, გაეცანით ICOM საქართველოს კონკურსების გვერდზე.

