განათლების სახელმძღვანელო
მეთოდები და ტექნიკები სამუზეუმო და მემკვიდრეობის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის
ავტორი: არია ვან ველდჰუიზენი
თბილისის მუზეუმების გზამკვლევი 2016
გზამკვლევში მოცემულია ინფორმაცია თბილისში მდებარე ყველა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ ადგილ-მდებარეობაზე, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო საათებზე და სხვა სასარგებლო მონაცემებზე. გზამკვლევი მომზადდა ICOM საქართველოს მიერ, თბილისის მერიის ხელშეწყობით.
სახელმძღვანელო მუზეუმის გიდებისთვის 2015
ავტორი: ინგა ქარაია
სახელმძღვანელო გამოიცა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.
საქართველოს მუზეუმების გზამკვლევი 2006
გზამკვლევში შესულია ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 223 მუზეუმზე ქართულ და ინგლისურ ენებზე. ავტორები: ინგა ქარაია, მაკა ბურჭულაძე, ლაშა ქარაია, სალომე ცისკარიშვილი. მომზადდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და ICOM საქართველოს მიერ.
კრებული მუზეუმების შესახებ 2006
მოიცავს საქართველოს კანონებს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების შესახებ, ICOM-ის მისიას, ეთიკის კოდექსს და საერთაშორისო რეკომენდაციებს. ავტორები: ინგა ქარაია, მაკა ბურჭულაძე, სალომე ცისკარიშვილი, ლაშა ქარაია, ამირან ანანიაშვილი.
ინსტრუქცია სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვის შესახებ (2006)
ინსტრუქცია განსაზღვრავს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვისა და რესტავრაციის წესებსა და ფორმებს.