კონფერენციის თემა

მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს

4-7 დეკემბერი, 2024

ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის, ICOM საქართველოს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

კონფერენცია ჩატარდება თბილისში ფიზიკურ ფორმატში, ასევე შესაძლებელია ვირტუალური, ან წინასწარ ჩაწერილი მოხსენებით მონაწილეობა (ლიმიტირებული რაოდენობით). სესიების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება MPR-ის YouTube არხზე და მოგვიანებით აქვე განთავსდება ვიდეოჩანაწერი. მონაწილეებს მოეთხოვებათ სტატიის მომზადება კონფერენციის შემდგომი პუბლიკაციისთვის. კონფერენციაში მონაწილეობისთვის სარეგისტრაციო გადასახადი არ არის დაწესებული. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ კონფერენციაზე ბმულის მეშვეობით.

კონფერენციის შესახებ:

შემოგვიერთდით თბილისში, ევროპის ერთ-ერთ უძველეს, ისტორიულ და გასაოცარი არქიტექტურით გამორჩეულ ქალაქში, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. აბრეშუმის გზაზე მდებარე ეს ქალაქი ოდითგანვე იყო განსხვავებული კულტურებისა და ცივილიზაციების გადაკვეთის წერტილი. აღნიშნული კონფერენცია შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მუზეუმის როლი ცვლილებებისა და კრიზისის რთულ დროს.

ჩვენ შევქმნით უშუალო გარემოს კონფერენციის ყველა მონაწილისათვის, რათა მათ არამხოლოდ მოისმინონ მთავარი მომხსენებლებისა და გამომსვლელების სათქმელი, არამედ ჩაერთონ დიალოგში და ექსპერტებსა და კოლეგებთან ერთად განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები.

თემები და მიმართულებები:

ცვლილებები და კრიზისები მუზეუმებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, საზოგადოებას იმედი ჩაუსახონ და გააქტიურონ ტრანსფორმაციის პროცესი. ჩვენ დღეს ვდგავართ ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა დემოგრაფიული ცვლილებები, პანდემიები, კლიმატის ცვლილება, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, თუ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ზოგადად, დემოკრატია დგას.

  1. საზოგადოებრივი მედეგობა და ინკლუზიურობა: როგორ ეხმარება მუზეუმი საზოგადოების მედეგობას და უზრუნველყოფს საზოგადოების ყველა წევრისთვის სამუზეუმო რესურსებზე წვდომას?
  2. დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა: როგორ უწყობს ხელს მუზეუმი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფსა და თაობას შორის დიალოგს ტოლერანტობისა და ერთიანობისთვის?
  3. საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობა: როგორ უწყობს ხელს მუზეუმი პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ჩამოყალიბების პროცესს დემოკრატიული საზოგადოებისთვის?
  4. უსაფრთხო სივრცეების შექმნა: როგორ უზრუნველყოფს მუზეუმი საიმედო სივრცეებს იდეებისა და პერსპექტივების შესახებ მსჯელობისთვის?
  5. პასუხისმგებლიანი ქმედების შთაგონება და მოტივაცია: როგორ შთააგონებს მუზეუმი საზოგადოებას ისეთ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცაა პანდემია, ემიგრაცია და ადამიანის უფლებების დაცვა?
  6. მდგრადი და რეგენერაციული განვითარების ხელშეწყობა: როგორ აძლიერებს მუზეუმი საზოგადოებას კლიმატის ცვლილების გავლენის საპასუხოდ?

მიმართულებები:

  • საზოგადოების მედეგობა და მუზეუმები: როგორ შეუძლიათ მუზეუმებს საზოგადოების მხარდაჭერა კრიზისების დროს.
  • ინოვაციური კომუნიკაციის სტრატეგიები: კრეატიული მიდგომები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის საკითხებში.
  • სამუზეუმო ადაპტაციები და საუკეთესო პრაქტიკები: მუზეუმების მიერ დანერგილი ინოვაციები თანამედროვე კრიზისებთან გასამკლავებლად.
  • მუზეუმების როლი საზოგადოებრივ სამართლიანობაში: სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების ადვოკატირება.