ვინაიდან მსოფლიოს რიგ რეგიონსა და ქვეყანაში თანდათან დასასრულს უახლოვდება პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაცია, მუზეუმებს მოუწევთ ჯანდაცვის უსაფრთხოების პროტოკოლების გადახედვა/განახლება და ხელახლა გახსნისათვის შესაბამის დონეზე მომზადება.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები ყველა ქვეყანაში ადგილობრივ სპეციფიკას შეესაბამება, არსებობს რიგი ძირითადი ზომები, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს მუზეუმის ვიზიტორთა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
ICOM – მუზეუმების საერთაშორისო საბჭო წარმოგიდგენთ რამდენიმე საბაზისო რეკომენდაციას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ პანდემიის შემდეგ მუზეუმების გახსნისათვის მზადების პროცესში.
იხ. ბმული: https://icom.museum/en/covid-19/resources/conservation-of-musem-collections/
მუზეუმებს, რომლებიც ვერ შეძლებენ აღნიშნული ზომების გატარებას, რეკომენდაცია ეძლევათ, გადადონ გახსნის პროცესი და დაელოდონ საერთო ეპიდემიოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.
#საქართველოსმუზეუმები #მუზეუმებიდაკოვიდ19 #MuseumsandCovid19 #StopCov #Covid19