წევრად მიღება

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) – წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ პროფესიულ საერთაშორისო ქსელს, რომელიც აერთიანებს 60 000-ზე მეტ წევრს მსოფლიოს 139 ქვეყნიდან. ICOM-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ICOM-ის წევრობის კრიტერიუმები და უპირატესობები

ვის შეუძლია გაწევრიანება?
ICOM-ის წევრი შეიძლება გახდეს მუზეუმების ან სამუზეუმო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მისიას/ხედვას და პატივს სცემს/იცავს ICOM-ის სამუზეუმო პროფესიული ეთიკის კოდექსს.

წევრობის უპირატესობები: 
  • პროფესიული განვითარება:
    ICOM უზრუნველყოფს ტრენინგებს, სემინარებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობ წევრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას.
  • ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა:
    წევრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ICOM-ის საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კავშირების განვითარებასა და სფეროს ინოვაციებზე ხელმისაწვდომობას.
  • პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებზე წვდომა: 
    ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენციებზე, ტრენინგებსა და ფორუმებში მონაწილეობის უპირატესობა, რაც აფართოვებს პროფესიულ ჰორიზონტებს.
  • პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები:
    ICOM-ის წევრები სარგებლობენ ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროფესიული რესურსებით, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელოებს, კვლევებსა და სტანდარტებს სამუზეუმო სფეროს განვითარებისთვის.
  • ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიული პროგრამები:
    წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სპეციალურ პროგრამებში, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამუზეუმო საქმის მართვა, 21-ეს საუკუნის მუზეუმის გამოწვევები, მემკვიდრეობის დაცვა, კრიზისული სიტუაციების მართვა და სხვ.
  • წევრის ბარათი:
    ICOM-ის წევრობის ბარათი უზრუნველყოფს უფასო ვიზიტს ან ფასდაკლებებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, სამეცნიერო ცენტრებსა და შესაბამის სამუზეუმო/მემკვიდრეობის დაწესებულებებში.

ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები

  1. მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ ინსტიტუციაში მუშაობის გამოცდილება:
    აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებულ ინსტიტუციაში.
  2. სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი ან ლექტორი:
    სამუზეუმო სფეროში მოქმედი სპეციალისტი ან ლექტორი, რომელიც კითხულობს ლექციებს მუზეუმმცოდნეობისა და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებზე (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით).
  3. ICOM-ის პროფესიული ეთიკის კოდექსის პატივისცემა:
    აპლიკანტი უნდა აღიარებდეს და იცავდეს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს მუზეუმების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.

ICOM-ის წევრი ვერ გახდება:

  • კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული პირები ან დაწესებულებები.
  • ICOM-ის მისიისა და აქტივობების წინააღმდეგ საქმიანობით დაკავებული პირები ან დაწესებულებები.

წევრობის კატეგორიები:

  1. ინდივიდუალური წევრები
    მუზეუმების თანამშრომლები; სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მოქმედი სპეციალისტები და ლექტორები.
  2. სტუდენტი წევრები
    მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის/მართვის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტები.
    შენიშვნა: სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.
  3. ინსტიტუციური წევრები
    შემდეგი ტიპის ორგანიზაციები მუზეუმის განმარტების შესაბამისად:
    • მუზეუმები
    • ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები
    • ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები
    • ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციების მქონე ინსტიტუციები, აქვარიუმები ან ვივარიუმები
    • სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები
    • რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები
    • არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სამუზეუმო სფეროს კვლევას, კონსერვაციას, განათლებას, ტრეინინგს ან სამუზეუმო დოკუმენტაციას
    • კულტურის ცენტრები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას.
  4. მხარდამჭერი წევრები
    ინდივიდუალური ან ინსტიტუციური წევრები, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული ინტერესი მუზეუმებისა და სამუზეუმო სფეროს ხელშეწყობის მიმართ. ისინი მხარს უჭეერენ ICOM-ის აქტივობებს წევრობის მაღალი გადასახადის გადახდის გზით.

წევრობის სააპლიკაციო დოკუმენტაცია:

ინდივიდუალური და სტუდენტური კატეგორიის წევრობისთვის:
  • აპლიკანტის მიერ ხელმოწერილი სამოტივაციო წერილი 
  • სამუშაო ადგილის ცნობა (სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის ცნობა) სამსახურის დაწყების კონკრეტული თარიღის (წელი/თვე) მითითებით.
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ICOM-ის არსებული წევრის რეკომენდაცია (სტუდენტის შემთხვევაში, მისი ხელმძღვანელის რეკომენდაცია) – გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდაციაში  (1-2 გვ.) ზედმიწევნით უნდა დასაბუთდეს აპლიკანტის შესაბამისობა ICOM-ის წევრობის კრიტერიუმებთან და მისი სამომავლო კონკრეტული წვლილი ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. რეკომენდაცია უნდა იყოს ხელმოწერილი რეკომენდატორის მიერ.
  • შენიშვნა: ICOM-ის ერთი წევრს მხოლოდ ორი რეკომენდაციას გაცემა შეუძლია.
  • შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე).
ინსტიტუციური წევრობისთვის:
  • ოფიციალური განცხადება ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელზე
  • ორგანიზაციის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტი
  • მისიის, ამოცანებისა და ბოლო 2 წლის, მათ შორის მიმდინარე საქმიანობების აღწერის დოკუმენტი
  • შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე).
დოკუმენტაციის წარდგენის ვადა:
სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს icomgeo@gmail.com მისამართზე. დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვალი.

შენიშვნა: განაცხადის მიღება და განხილვა დაუდასტურდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომელთაც სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ექნებათ წარდგენილი.

განაცხადების განხილვა:

ICOM საქართველოს საბჭოს მიერ განაცხადები განიხილება გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ.
განხილვის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელ-ფოსტაზე.

დამატებითი კითხვებისთვის, დაგვიკავშირდით: icomgeo@gmail.com

***

წევრობის საფასური (წლიური):

  • ინდივიდუალური წევრი: 90 ლარი
  • სტუდენტი წევრი: 50 ლარი
  • ინსტიტუციური წევრი:
    • კატეგორია 1 (ინსტიტუციის წლიური ბიუჯეტი 30,000 ევრომდე): 640 ლარი
    • კატეგორია 2 (ინსტიტუციის წლიური ბიუჯეტი 30,000–100,000 ევრო): 790 ლარი
    • კატეგორია 3 (ინსტიტუციის წლიური ბიუჯეტი 100,000 + ევრო) - 1110 ლარი
  • მხარდამჭერი ინდივიდუალური წევრი: 740 ლარი.