ICOM-ის შემადგენლობაში შედის სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა მიმართულების 32 საერთაშორისო კომიტეტი. კომიტეტების მუშაობა ორიენტირებულია ICOM-ის წევრებისთვის სამუზეუმო პროფესიული სტანდარტების განსაზღვრის, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის, სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობის განვითარების და რეკომენდაციების შემუშავებაზე.
AVICOM – აუდიოვიზუალური და ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო კომიტეტი
CAMOC – ქალაქის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
CECA – საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქციების საერთაშორისო კომიტეტი
DOCUMENTATION – დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტი
MUSIC – მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
CIMUSET – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
CIPEG – ეგვიპტოლოგიის საერთაშორისო კომიტეტი
COMCOL – კოლექციონირების საერთაშორისო კომიტეტი
COSTUME – კოსტუმის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
DEMHIST – ისტორიული სახლ-მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
DRMC – კატასტროფების მართვის საერთაშორისო კომიტეტი
GLASS – მინის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
ICAMT – სამუზეუმო ტექნიკისა და არქიტექტურის საერთაშორისო კომიტეტი
ICDAD – დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
EXHIBITIONS – გამოფენების გაცვლის საერთაშორისო კომიტეტი
ICEthics – ეთიკის საკითხების საერთაშორისო კომიტეტი
ICFA – სახვითი ხელოვნების მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
ICLCM – ლიტერატურის და კომპოზიტორთა მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
ICMAH – არქეოლოგიისა და ისტორიის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
ICME – ეთნოგრაფიული მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
ICMEMOHRI – საჯარო დანაშაულების მსხვერპლთა მემორიალური მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
ICMS – სამუზეუმო უსაფრთხოების საერთაშორისო კომიტეტი
ICOFOM – მუზეოლოგიის საერთაშორისო კომიტეტი
ICOM-CC – კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტი
ICOMAM – იარაღებისა და სამხედრო ისტორიის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
ICOMON – ფულისა და ბანკის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
ICR – რეგიონული მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
ICTOP – პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კომიტეტი
INTERCOM – სამუზეუმო მენეჯმენტის საერთაშორისო კომიტეტი
COMMS – მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტი
NATHIST – ბუნების ისტორიის მუზეუმებისა დაკოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
UMAC – საუნივერსიტეტო მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი