ICOM საქართველოს წევრთა საერთო კრება - მმართველი საბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების შედეგები

13 ნოემბერი, 2026

2026 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOM საქართველო) წევრთა საერთო კრება და ჩატარდა მმართველი საბჭოს არჩევნები.
საერთო კრებაზე რეგისტრაცია გაიარა 395-მა წევრმა. არჩევნებამდე მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატურა წარადგინა 16-მა წევრმა, რომელთაგან ფარული კენჭისყრის შედეგებისა და წესდებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არჩეულ იქნა მმართველი საბჭოს 11 წევრი: 
ასმათ გვაზავა, თამარ დვალიშვილი, ირაკლი ფიფია, ლანა ქარაია, მარიამ ჩხაიძე, მარიამ შერგელაშვილი, მიხეილ წერეთელი, ნინო კუპრავა, ნინო ძნელაძე, ნინო კალანდაძე და სულხან სალაძე.
მმართველი საბჭოს ახალარჩეულმა წევრებმა 28 ოქტომბერს პირველ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ლანა ქარაია.
2026 წლის 2 ნოემბერს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ოფიციალურად დარეგისტრირდა ICOM საქართველოს მმართველი საბჭოს ახალი შემადგენლობა და თავმჯდომარე.

ICOM საქართველო მადლობას უხდის კომიტეტის წევრებს საერთო კრებასა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის, ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

ვულოცავთ ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს და მმართველი საბჭოს წევრებს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ICOM საქართველოს წინა აღმასრულებელი საბჭოს მიმართ მათ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის

მმართველი საბჭოს ახალი შემადგენლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია [ICOM საქართველოს ვებ-გვერდზე https://icomgeorgia.org.ge/ge/about_board.