2024 წელს გამოვა Museum International-ის მეორე ღია გამოცემა მუზეუმებსა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ყველა თემით.
Museum International-ის ახალი ნომერი ყურადღებას გაამახვილებს იმ თემებისა და სუბიექტების მრავალფეროვნებაზე, რომლებიც ქმნიან დღეს საერთაშორისო სამუზეუმო ლანდშაფტს. ნომერი გააგრძელებს ჟურნალის მთავარ მიზანს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებაში ცოდნის გაზიარებასა და დებატებს მუზეუმებსა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებაზე ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო კვლევითი სტატიების, თემატური კვლევების, მოხსენებებისა და წიგნების რეცენზიების ინკლუზიური ფორმების გამოყენებით. ყველა თეზისი შეფასდება თანამედროვე სამუზეუმო სფეროში მიმდინარე პროცესებთან შესაბამისობის მიხედვით, ანონიმური განხილვის საფუძველზე. ჟურნალი გამოქვეყნდება 2024 წლის ზაფხულში, Taylor&Francis/Routledge-თან თანამშრომლობით.თეზისების მიღება: თეზისი უნდა მოიცავდეს 300 სიტყვას, ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე და უნდა გაიგზავნოს Word-ის დოკუმენტად ელ-ფოსტაზე: publications@icom.museum. თეზისი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თეზისის დასახელება
- ავტორ(ებ)ის სახელ(ებ)ი
- პროფესიული გამოცდილება
სტატიის სტრუქტურა: თეზისი უნდა იყოს დაახლოებით 300 სიტყვა (გარდა ცალკეული ბმულებისა) და წარმოადგენდეს სტატიის მოკლე მიმოხილვას. გთხოვთ, გამოგზავნოთ თეზისი ვორდის დოკუმენტში, სურათებისა ან სქოლიოების გარეშე. თეზისი უნდა შედგებოდეს შემდეგი სტრუქტურისგან:
- შესავალი: ერთი ან ორი მოკლე წინადადება სტატიაში განხილული საერთო თემის აღსაწერად და კვლევის არსისთვის.
- კვლევის საკითხ(ებ)ი/კრიტიკული საკითხ(ებ)ი: განმარტავს საკვანძო საკვლევ ან კრიტიკულ საკითხს, განხილული პრობლემის მითითებით. ასევე ხაზი უნდა გაუსვას ამ თემაზე არსებულ კვლევებში სიცარიელეს.
- ინოვაცია: ხსნის მიდგომას საკვლევი საკითხისადმი, ისევე როგორც ახალ პერსპექტივას.
- მეთოდოლოგია: განმარტავს, თუ როგორ ჩატარდა კვლევა (მაგ. საკითხის შესწავლა, ინტერვიუები და ა.შ.) ან კრიტიკული საკითხის გადასაჭრელად გამოყენებული საშუალებები.
- ბიბლიოგრაფია: წყაროების/რესურსების ჩამონათვალი, რომლებიც ციტირებული იქნება სტატიაში (მხოლოდ თქვენი ძირითადი წყაროები).
- საკვანძო სიტყვები (მაქსიმუმ 5).
