პროექტის "უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში განხორციელდა მორიგი აქტივობა - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული უკრაინელი ბენეფიციარების მიერ მუზეუმის კოლექციების საფუძველზე შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა უკრაინიდან დევნილი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
პროგრამის საპილოტე ვერსია Грузинcько-Українська Платформа / ქართულ უკრაინული პლატფორმა -სთან თანამშრომლობით პლატფორმის სივრცეში ჩატარდა.
პროგრამის შემდეგი ეტაპები ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდება. ICOM საქართველოს პროექტი “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” დაფინანსებულია ICOM-ის საგანგებო გრანტების კონკურსის #SolidaritytoUkraine ფარგლებში და ხორციელდება ICOM უკრაინას, ლურჯი ფარი საქართველოს, HERI – გადაუდებელი რეაგირების ინიციატივა – რევოლუციის ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.