ICOM-ის ვებინარი| ციფრული ტრანსფორმაცია მუზეუმებისთვის COVID-19-ის პერიოდში

16 ოქტომბერი, 2020

2020 წლის დასაწყისიდან COVID-19 პანდემიის გამო მუზეუმების დახურვა ეტაპობრივად დაიწყო, რომლის დროსაც კულტურის დაწესებულებების ციფრულმა ტრანსფორმაციამ წინა პლანზე წამოიწია.  ციფრული აქტივობის მოზღვავების მიუხედავად, რაც ICOM-ის პირველ გლობალურ კვლევაში ვიხილეთ, ამ კრიზისმა ნათლად გამოკვეთა ის სტრუქტურული სისუსტეები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აისახებოდა მუზეუმებზე ციფრული აქტივობებისა და კომუნიკაციის მიმართულებით რესურსებისა და პერსონალის თვალსაზრისით. ICOM-მა, როგორც ორგანიზაციამ, რომელიც მუდმივად მუზეუმების წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხმიანება, აირჩია ეს თემა მეორე ვებინარის სერიაში განხილვის თემად. ვებინარი ჩატარდება 21 ოქტომბერს, პარიზის დროით 14:00 საათზე (GTM 2). ამ ვებინარზე სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების სპეციალისტები იმსჯელებენ შემდეგ თემებზე:
  • კოლექციების დიგიტალიზაცია და ახალი შესაძლებლობები საზოგადოებისათვის
  • სამუზეუმო განათლება და სწავლა სიცოცხლის მანძილზე ონლაინ-რეჟიმში
  • აუცილებელი ციფრული უნარ-ჩვევების განვითარება და ტრენინგი მემკვიდრეობის სპეციალისტებისთვის
  • შემოსავლის მიღება ციფრული აქტივობებიდან.
ვებინარი ჩატარდება სინქრონული თარგმანის თანხლებით ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე. LINK YUCA  ამ პროექტის ორგანიზება შესაძლებელი გახდა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის წყალობით.