ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტი (MPR), ICOM საქართველო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი და თბილისის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საერთაშორისო ვორქშოფში „მუზეუმში ყველაფერი გვიყვება ამბავს“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება თბილისში, 2024 წლის 3-4 დეკემბერს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამუზეუმო კომუნიკაციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებით. ვორქშოფის სესიებს უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. მონაწილეებისთვის ასევე ჩატარდება სპეციალური ტური ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს საერთაშორისო კონფერენციის “მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს” (4-7 დეკემბერი) ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებას. ახალი პერსპექტივები: ვორქშოფი, რომელსაც გაუძღვებიან ICOM MPR-ის მმართველი საბჭოს წევრები - ლუის მარსელო მენდესი და ნათია ხულუზაური, ინტენსიური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მუზეუმის პროფესიონალებს გააცნოს კომუნიკაციისა და სტრატეგიული ბრენდის, როგორც მუზეუმის სტრუქტურული ელემენტების მენეჯმენტის როლი; გააძლიეროს იმის აღქმა, თუ როგორ შეუძლია მუზეუმის ვერბალურ და არავერბალურ ელემენტებს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ვიზიტორების გამოცდილებაზე და როგორ გააძლიერონ მუზეუმის მისიისა და ფასეულობების განაცხადები.

თუმცა ამ ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია კომუნიკაციის შესაძლებლობა უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც პროფესიონალებს შეეძლებათ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, სურვილები, იმედგაცრუებები და მიღწევები.
სამუშაო ენა: ინგლისური
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 30-მდე. შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ:
- საერთაშორისო კონფერენციის “მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს” (4-7 დეკემბერი) მონაწილეებს.
- მუზეუმის პროფესიონალებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ICOM-ის წევრები.
- მათ, ვინც ფლობს ინგლისურ ენას საშუალო დონეზე.