- პროფესიული განვითარება: ICOM უზრუნველყოფს ტრენინგებს, სემინარებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობ წევრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას.
- ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა: წევრებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ICOM-ის საერთაშორისო და რეგიონულ კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კავშირების დამყარებას და სფეროს ინოვაციებზე ხელმისაწვდომობას.
- პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებზე წვდომა: ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენციებზე, ტრენინგებსა და ფორუმებზე მონაწილეობის უპირატესობა, რაც აფართოვებს პროფესიულ ჰორიზონტებს.
- პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები: ICOM-ის წევრები სარგებლობენ ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროფესიული რესურსებით, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელოებს, კვლევებსა და სტანდარტებს სამუზეუმო სფეროს განვითარებისთვის.
- ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიული პროგრამები: წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სპეციალურ პროგრამებში, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამუზეუმო საქმის მართვა, 21-ეს საუკუნის მუზეუმის გამოწვევები, მემკვიდრეობის დაცვა, კრიზისული სიტუაციების მართვა და სხვ.
- წევრის ბარათი: ICOM-ის წევრობის ბარათი უზრუნველყოფს უფასო ვიზიტს ან ფასდაკლებებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, სამეცნიერო ცენტრებსა და შესაბამის სამუზეუმო დაწესებულებებში.
ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები
- მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ ინსტიტუციაში მუშაობის გამოცდილება: აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებულ ინსტიტუციაში.
- სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი ან ლექტორი: უნდა იყოთ სამუზეუმო სფეროში მოქმედი სპეციალისტი ან ლექტორი, რომელიც კითხულობს ლექციებს მუზეუმმცოდნეობისა და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებზე (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით).
- ICOM-ის პროფესიული ეთიკის კოდექსის პატივისცემა: აპლიკანტი უნდა აღიარებდეს და იცავდეს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს მუზეუმების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.
- კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული პირები ან დაწესებულებები.
- ICOM-ის მისიასა და აქტივობების საწინააღმდეგო საქმიანობით დაკავებული პირები ან დაწესებულებები.
წევრობის კატეგორიები:
1. ინდივიდუალური წევრები მუზეუმების თანამშრომლები და სამუზეუმო ან კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მოქმედი სპეციალისტები და ლექტორები. 2. სტუდენტი წევრები მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის/მართვის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტები. შენიშვნა: სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. 3. ინსტიტუციური წევრები შემდეგი ტიპის ორგანიზაციები მუზეუმის განმარტების შესაბამისად:- მუზეუმები
- ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები
- ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები
- ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციების მქონე ინსტიტუციები, აქვარიუმები ან ვივარიუმები
- სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები
- რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები
- არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სამუზეუმო სფეროს კვლევას, კონსერვაციას, განათლებას, ტრეინინგს ან სამუზეუმო დოკუმენტაციას
- კულტურის ცენტრები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას.
წევრობის სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
ინდივიდუალური და სტუდენტური კატეგორიის წევრობისთვის:- სამოტივაციო წერილი
- სამუშაო ადგილის ცნობა (უნივერსიტეტის ცნობა სტუდენტებისთვის)
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- ICOM-ის წევრის რეკომენდაცია (სტუდენტის შემთხვევაში, მისი ხელმძღვანელის რეკომენდაცია) - გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რეკომენდაციაში (1-2 გვ.) ზედმიწევნით უნდა დასაბუთდეს აპლიკანტის შესაბამისობა ICOM-ის წევრობის კრიტერიუმებთან და მისი სამომავლო კონკრეტული წვლილი ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. შენიშვნა: ICOM-ის ერთი წევრს მხოლოდ ორი რეკომენდაციას გაცემა შეუძლია.
- შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე).
- ოფიციალური წერილი ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელზე
- ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
- მისიის, ამოცანებისა და ბოლო 2 წლის, მათ შორის მიმდინარე საქმიანობების აღწერის დოკუმენტი
- შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე).
დოკუმენტაციის წარდგენის ვადა:
აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს icomgeo@gmail.com მისამართზე 2025 წლის 28 თებერვლამდე.
შენიშვნა: განაცხადის მიღება და განხილვა დაუდასტურდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომელთაც სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ექნებათ წარდგენილი.
წევრობის საფასური (წლიური):
- ინდივიდუალური წევრი: 90 ლარი
- სტუდენტი წევრი: 50 ლარი
- ინსტიტუციური წევრი:
- კატეგორია 1 (ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი 30,000 ევრომდე): 640 ლარი
- კატეგორია 2 (ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი 30,000–100,000 ევრო): 790 ლარი
- მხარდამჭერი ინდივიდუალური წევრი: 740 ლარი
განაცხადების განხილვის ეტაპები:
ICOM საქართველოს საბჭო განაცხადებს განიხილავს ორ ეტაპად:- 6 თებერვალს – განაცხადები, რომლებიც შემოვიდა 31 იანვრამდე
- 6 მარტს – განაცხადები, რომლებიც შემოვიდა 28 თებერვლამდე
