მუზეუმის საერთაშორისო დღე

1977 წლიდან ყოველწლიურად მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებისთვის.
მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ "მუზეუმი წარმოადგენს კულტურული გაცვლის მნიშვნელვან შესაძლებლობას, ხელს უწყობს კულტურათა გამდიდრებას, ურთიერთგაგებას, თანამშრომლობასა და მშვიდობის განვითარებას ხალხთა შორის".
მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 18 მაისს ამ თარიღის ირგვლივ დაგეგმილი ღონისძიებებით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე, შაბათ-კვირა ან მთელი კვირის განმავლობაში.
მუზეუმის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა 40 წლის წინ. გასულ წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 37 000-ზე მეტმა მუზეუმმა დაახლოებით 158 ქვეყანაში და ტერიტორიაზე.
2026 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა "მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს"
თემა ხაზს უსვამს მუზეუმის პოტენციალს, როგორც ხიდს კულტურულ, სოციალურ და გეოპოლიტიკურ საკითხებს შორის. მუზეუმმა ხელი უნდა შეუწყოს დიალოგს, ურთიერთგაგებას, ინკლუზიურობასა და მშვიდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებებში.
მუზეუმი, როგორც განათლების არაფორმალური სივრცე, ხელს უწყობს მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთპატივისცემას. აღნიშნული თემა ასევე განსაზღვრავს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მთელი წლის მანძილზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მრავალწლიან ერთგულებას საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების გაძლიერებისა და მისი სოციალური როლის წინსვლის მიმართ.
მუზეუმი წარმოადგენს ნდობის მქონე საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც ადამიანები ეცნობიან ისტორიებს, ექსპონატებსა და ერთმანეთის გამოცდილებებს. სოციალური ფრაგმენტაციის, პოლარიზაციისა და ცოდნასა და კულტურაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პირობებში, მუზეუმი ხელს უწყობს კავშირის აღდგენას თაობებს, საზოგადოებებსა და საზღვრებს შორის, ამით კი ამყარებს დიალოგს, ურთიერთგაგებას, ინკლუზიურობასა და მშვიდობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.
როგორც ღია და ხელმისაწვდომი ინსტიტუცია, მუზეუმი ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მდგრადი განვითარების გაძლიერებას. მუზეუმი ქმნის პირობებს, სადაც კულტურული განსხვავებები შეიძლება გააზრებული და პატივისცემით იქნეს მიღებული კულტურული მემკვიდრეობისა და კოლექტიური მეხსიერების დაცვით, სწავლისა და რეფლექსიის შესაძლებლობების შეთავაზებით, ასევე ისეთი ღია სივრცეების შექმნით, სადაც მრავალფეროვნებები თანაარსებობს.
მუზეუმების საერთაშორიოს საბჭო (ICOM) 2020 წლიდან მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და ყოველწლიურად ხელს უწყობს კონკრეტული მიზნების პოპულარიზაციას მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში.
2026 წლის თემა შესაბამისობაშია შემდეგ სამ მიზანთან:
- მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა - უთანასწორობის შემცირება როგორც ქვეყნებს შორის, ასევე მათ შიგნით
- მიზანი 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები - სამართლიანი, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა
- მიზანი 17: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად - მდგრადი განვითრებისთვის გლობალური პარტნიორობის აღორძინება
- პარტნიორობა სკოლებთან, ასოციაციებთან, ბიბლიოთეკებთან, სხვა მუზეუმბთან და მსგავს ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოთ თქვენი ღონისძიების პოპულარიზაციას და გააძლიეროთ კავშირები თანამოაზრე ინსტიტუციებთან;
- მუზეუმის როლის ადვოკატირება საზოგადოებაში: გააცნოთ ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ ხელისუფლებას თქვენი საქმიანობა და მისი მნიშვნელობა ფართო საზოგადოებისათვის;
- ინფორმაციის გავრცელება მუზეუმის საერთაშორისო დღის შესახებ ადგილობრივი მედიის, სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მეშვეობით;
- თქვენი საქმიანობის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა: გაუზიაროთ ინფორმაცია მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ეროვნულ კომიტეტს, რაც საშუალებას მოგვცემს, ინფორმაცია გავავრცელოთ ჩვენს ქსელში და მის ფარგლებს გარეთ.
