სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეები 2026 წლის 18-19 აპრილს გაიმართება

2026 წლის 18-19 აპრილს გაიმართება რიგით მეორე მასშტაბური ღონისძიება სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეები, რომელიც აერთიანებს ისტორიულ სახლ-მუზეუმებსა და გამოჩენილი პიროვნებების მემორიალურ სახლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ინიციატივა ორგანიზებულია იტალიის ეროვნული მემორიალური სახლების ასოციაციის მიერ, ICOM DEMHIST-ისა და ICOM ICLCM-ის მხარდაჭერით. გასულ წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 401 სახლ-მუზეუმმა 83 000-ზე მეტი ვიზიტორის დასწრებით.
ორი დღის მანძილზე მონაწილე მუზეუმები გახსნიან თავიანთ კარს ფართო საზოგადოებისთვის და შესთავაზებენ სპეციალურ პროგრამებს: ექსკურსიებს, კონცერტებს, მასტერკლასებს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის და სხვა აქტივობებს.
ამ ორი დღის განმავლობაში ყველა კონტინენტი გაერთიანდება კულტურისა და მეხსიერების სახელით, რათა წარმოჩინდეს მრავალფეროვანი სივრცეები, სადაც სხვადასხვა სფეროს (ხელოვნება, ლიტერატურა, მეცნიერება, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება) გამოჩენილი პიროვნებები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ღიაა ყველა სახლ-მუზეუმისთვის.
#IHMDays #IHMDays26
