2026 – მუზეუმის საერთაშორისო დღე/კვირეულის პროგრამა საქართველოს მუზეუმებში

17 მაისი, 2026

„მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ #IMD2026 - 18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე

ICOM – მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება საზოგადოების განვითარებაში მუზეუმების როლის წარმოსაჩენად.

2026 წლის თემა ხაზს უსვამს მუზეუმების მნიშვნელობას კულტურათაშორისი დიალოგის, მრავალფეროვნებისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში.

18–25 მაისის ფარგლებში, საქართველოს მუზეუმები ტრადიციულად უერთდებიან საერთაშორისო კვირეულს და დამთვალიერებელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ: გამოფენებს, საგანმანათლებლო აქტივობებს, საჯარო ლექციებს, კონცერტებს, შემეცნებით ტურებსა და ღამის ღონისძიებებს.

18 მაისს საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღეა.

წარმოგიდგენთ 18-25 მაისის კვირეულის ფარგლებში საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილი სპეციალური ღონისძიებების პროგრამას (განახლებადი): 

***

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

18–19 მაისი, 2026
დეტალური პროგრამა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი კვირეულის განმავლობაში გთავაზობთ საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებს საჯარო ლექციებს, გამოფენებს, კინოჩვენებებს, მუსიკალურ პროგრამებსა და ინტერაქტიულ ტურებს.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

18–19 მაისი

  • 12.30 - საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „ოქროსფერი სხივები“
  • 15.00 - კავკასიის ბუნების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული შემეცნებითი აქტივობები
  • 15.00 - კურატორის ტური „ქვის ხანა საქართველოში“
  • 16.00 - ვორქშოპი „კერამიკის რესტავრაცია“
  • 19 მაისი - 15.00 - ლექცია ეკატერინე გედევანიშვილი "წმინდა მეომრების კულტი საქართველოში

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

18 მაისი

  • 10.00 - 18.00 „ჩემი ფიროსმანი“ — საგანმანათლებლო პროგრამა
  • 12.00 - ფიროსმანის გამოფენის ტური (ყველა ასაკისთვის)
  • 12.00 - დიმიტრი შევარდნაძის გამოფენის ტური
  • 14.00 - ფიროსმანის გამოფენის ტური  რას ხედავ შენ და რას ვხედავ მე?“
  • 15.00 - პრაქტიკული აქტივობები „მე ასე ვხედავ“
  • 16.00 - „მოგზაურობა ფიროსმანის სამყაროში“
  • 17.00 - „მხატვარი, დამფუძნებელი, ვიზიონერი"  - ტური დიმიტრი შევარდნაძის გამოფენაზე. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

18 მაისი

  • 12.00 - 14.00 - 16.00 - ტურები
  • 14.00 - საგანმანათლებლო პროგრამა — „მუზეუმი, რომელიც აერთიანებს გაყოფილ სამყაროს“
  • გამოფენა: „პაოლო ვენეციანიდან პაბლო პიკასომდე“ და „ქართული ხელოვნება 1900–1930“. შემეცნებითი აქტივობები და საუბრები ხელოვნების ისტორიაზე. პროგრამა განკუთვნილია 7–12 წლის მოზარდებისთვის

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი — ქარვასლა

18 მაისი

  • კურატორის ტური "ქართული იარაღ-საჭურველი 
  • საგანმანათლებლო პროგრამა  „და აღმოცენდა თბილისი“
  • თემატური გაკვეთილი "კრწანისის ბრძოლა - ისტორია ფერებში" 
  • საგანმანათლებლო პროგრამა "მუსიკა და სიმღერა ქართულ ანიმაციაში"
  • დაკარგული თბილისური პროფესიები
  • საგანმანათლებლო პროგრამა "ოსკარ შმერლინგის წარმავალი თბილისი და კარიკატურა" 
  • თემატური გაკვეთილი "მე-19-20 საუკუნეების თბილისის არქიტექტურა" 
  • კურატორის ტური "გრაფიკაში შემონახული თბილისი" 
  • კურატორების ტურები "თბილისური აბანოები", "მე-19 საუკუნის თბილისის ჩაცმულობა" და სხვ.
  • შემეცნებითი აქტივობები და გამოფენები მთელი დღის განმავლობაში

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

18 მაისი

  • საგანმანათლებლო პროგრამა "აღმოჩენიდან გამოფენამდე"
  • საგანმანათლებლო პროგრამა  „მუზეუმის მრავალფეროვნება“
  • დღის განმავლობაში გაიმართება საგანმანათლებლო და ინტერაქტიული აქტივობები

ბოლნისის მუზეუმი

18 მაისი

  • ნოდარ გოგებაშვილის პერსონალური გამოფენა
  • მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით
  • საგანმანათლებლო აქტივობები მთელი დღის განმავლობაში

_____________________________________________________________________________________________

თბილისის მუზეუმების გაერთიანება

18–25 მაისი, 2026

დეტალური პროგრამა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება კვირეულის ფარგლებში გთავაზობთ მრავალფეროვან გამოფენებს, საჯარო ლექციებს, საფეხმავლო ტურებს, ინტერაქტიულ თამაშებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა მუზეუმში.

18 მაისი — ღია კარის დღე

  • ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • 11:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „მარკების საიდუმლო ენა“
  • 13:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“
  • 15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „ტფილისური ფოტოსალონები“
  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „ხილული და უხილავი - რელიგიური თემატიკა სოსო წერეთლის შემოქმედებაში“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 13:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „აღმოაჩინე მუზეუმი ოჯახთან ერთად“
  • ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - 14:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „საიდუმლო ბარათები“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „ვახტანგ ჭაბუკიანი - ფოლკლორიდან კლასიკამდე“
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი -16:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „Polindrome World“

18 მაისი — „ღამე მუზეუმში“ 20:00–00:00

ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

  • ანსამბლ „მარგალიტის“ კონცერტი
  • ინტერაქტიული ექსკურსიები საათში ერთხელ
  • შემეცნებით-გასართობი აქტივობები

19 მაისი

  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 - „ძველი აღმოსავლეთის კულტურა და საქართველო“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 13:00 - საფეხმავლო ტური „გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე“
  • ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - 14:00 - „დროშები გვიამბობენ“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 15:00 - „მოდა თუ სტილი?“
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 16:00 - შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან“

20 მაისი

  • ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • 11:00 - შემეცნებითი თამაში „ლიტერატურული თამაში“
  • 13:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“
  • 15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „ვაცოცხლოთ რომ ვიცოცხლოთ“
  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 - „იალქნებიდან სამოსამდე“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 13:00 - „მოკლე ჩართვა“
  • ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - 14:00 - „გუტენბერგიდან რემინგტონამდე“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 15:00 - „From Ritual to Ballet“
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი -  16:00 - „აღბეჭდილი წამი“

21 მაისი

  • ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • 11:00 - „Adventure of Georgian Alphabet“
  • 13:00 - „თოჯინების ისტორია“
  • 15:00 - შემეცნებითი თამაში „სიტყვების ალქიმია“
  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 - შემეცნებითი თამაში „კოლექციონერი“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 13:00 - „ადამიანი ბუნებისთვის“
  • ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - 14:00 - „საიდუმლო ბარათები“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 15:00 - „ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ“
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 16:00 - „პოლინდრომის სამყარო“

22 მაისი

  • ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • 11:00 - „ალტამირადან ბენქსიმდე“
  • 13:00 - „თოჯინების ისტორია“
  • 15:00 - „History of Tbilisi City“
  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 - „აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 13:00 - „გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე“
  • ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - 14:00 - „დროშები გვიამბობენ“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 15:00 - „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 16:00 - „წერე დღიური“

23 მაისი

  • ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • 11:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „მუსიკა ილიას სახლში“
  • 13:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“
  • 20:00 — „სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის“ დროებითი გამოფენის „არა ზღაპარი“ გახსნა
  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „Jeans Jeneratin“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 
  • 13:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „მუსიკა და ფერები“
  • 14:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „გუტენბერგიდან რემინგტონამდე“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • 15:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „საკარნავალო ნიღბები“
  • 17:00 — საჯარო ლექცია „შოთა რუსთაველი და ევროპული ბალეტი“ - მომხსენებელი: ხელოვნების მკვლევარი ლაშა გასვიანი
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 16:00 — შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან“

24 მაისი

  • ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • 11:00 — საფეხმავლო ტური „ნობელიანტები თბილისში“. ტური დაიწყება: ჩახრუხაძის ქ. N17
  • 13:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“
  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „დედამიწა ჩვენი სახლია“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 13:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „ფოლკლორის სამყარო“
  • ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - 14:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „Secret Letters“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 15:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „რიტუალიდან ბალეტამდე“
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 16:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „აღბეჭდილი წამი“

25 მაისი

  • ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • 11:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „სიმბოლოების ენა“
  • 13:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“
  • 15:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „აივნებიანი ქალაქი“
  • ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი - 12:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „ხილული და უხილავი — რელიგიური თემატიკა სოსო წერეთლის შემოქმედებაში“
  • ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 13:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „აღმოაჩინე მუზეუმი ოჯახთან ერთად“
  • ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 15:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „ვახტანგ ჭაბუკიანი — ფოლკლორიდან კლასიკამდე“
  • ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი - 16:00 — საგანმანათლებლო პროგრამა „პოლინდრომის სამყარო“.

_________________________________________________________________________________________

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

დეტალური პროგრამა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გთავაზობთ კულტურულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში.

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - 14.00 - 18.00

  • ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
  • ტურისტული სეზონის საზეიმო გახსნა
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“
  • 19:00 - რეზო მექვაბიშვილისა და ქეთი მელქაძის გამოფენა
  • 19:30 - ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი
  • 20:30 - მსვლელობა ნაქალაქარში „ღამის ტური“
  • 21:10 - ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა“
ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - 12:00–17:00
  • ხელნაკეთი ნივთების გამოფენა:
  • ადგილობრივი მეწარმეების 
  • ასპინძის შშმ პირთა განვითარების ცენტრი
  • ზედა ვარძიის დედათა მონასტრის ნაქარგი და ნაქსოვი ნივთები
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“ (19:00–23:00)
  • ფოლკლორული ანსამბლი „წუნდა“
  • ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი „სამცხე“
  • ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი „ვარძია“
ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
  • ონლაინ აქტივობა "ნორჩი გიდები ციხეგოჯი-არქეოპოლისის შესახებ“
  • 12:00 - „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების...“
  • 13:00 - ლანა შერმადინის პერსონალური გამოფენა
  • 14:00 - „ნორჩი არქოლოგები დიდ ისტორიაში“
  • 16:00 - ანსამბლ „გოგალაის“ კონცერტი
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“ (19:00–23:00)
  • თემატური დეკორაციები და ფოტოზონები, გალა-კონცერტი. 
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი - 14:00
  • მუზეუმში საუბრობს ცნობილი: 
  • მომხსენებელი: რეზო თავაძე  - ექვთიმე თაყაიშვილის შემოქმედების მკვლევარი. 
  • წიგნის "ჩემი ექვთიმე" პრეზენტაცია
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“
  • 19:00 - „ჩემი საყვარელი ლექსი“ - პოეზიის საღამო
  • 21:00 - ოზურგეთის სამხატვრო წრის გამოფენა
  • მუსიკალური გაფორმება - ანსამბლი „დილა“ და „მარულა“
გრემის მუზეუმი - 14:00–19:00
  • კონფერენცია "ქრისტიანობა - 1700 წელი"
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“ (19:00–23:00)
  • უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო
  • ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ქრისტიანულ თემატიკაზე
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
18 მაისი - „მე ვარ საქართველო“ - 15:00–17:00
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“ (19:00–23:00)
  • „პროფილს მიღმა“ - პედაგოგები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას: ლექსს, სიმღერას, მინი სპექტაკლს, ნამუშევრებსა და მუსიკალურ შესრულებას. მონაწილეები: მზია თოფური, ვაჟა ქუმელაშვილი
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
  • „სულხან-საბა ორბელიანის გაცოცხლებული იგავ-არაკები“ - ნორჩი მეგზურები. 
  • 12:30 - ადგილობრივი მხატვრების გამოფენა
  • 14:00 - „გაცოცხლებული იგავები - ინსცენირებები
  • 15:30 - შემოქმედებითი დიალოგი
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“ — „პოეტის ხმები დიდი ნიკოს სავანეში “
  • 19:00 - კალიგრაფიული ვორკშოპი. ნათია თოდუა
  • 20:00 - პოეტური კომპოზიცია
  • 21:30 - ლიტერატურული ფორუმი
  • 22:30 - სიმბოლური დასკვნა — ღამის ტური
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  • 13:00 - ბორჯომის საბჭოთა მუზეუმი 100 წლისაა — თემა-პრეზენტაციები
  • მონაწილეობენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის წარმომადგენლები
  • 15:00 - თექაზე შესრულებული შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა
23 მაისი - „ღამე მუზეუმში“
  • 19:00 - №1 საჯარო სკოლის თემა-პრეზენტაციები — ლია გულიკაშვილი
  • 21:00 - თექაზე შესრულებული შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა

_____________________________________________________________________________________

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

18–23 მაისი, 2026  - https://silkmuseum.ge/

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი წარმოგიდგენთ მრავალფეროვან საგამოფენო, კვლევით და საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს ბუნების, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე კვლევითი პრაქტიკების შესახებ გამოფენებს, საჯარო ლექციებს, ინსტალაციებს, გიდ-ტურებსა და ინტერაქტიულ აქტივობებს.

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღე

დროებითი გამოფენების გახსნა - მოტო: „მზერა ბუნებისკენ — მუზეუმი გვაკავშირებს“ / Back to the Nature: Museum Reconnects

18:00–21:00

  • „მღებავი მცენარეები“ / Chromatics: Plants, Humans and Nature
  • „ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია“
  • Biopixels - ფილმის ჩვენება. რეჟისორი: ქრისტინა დატონი

22 მაისი - ბიომრავალფეროვნების დღე

  • შეხვედრა ბიოლოგ სოფო ინჯიასა და ბიოლოგ ვალერი პეტროვთან
  • Biopixels - ფილმის ჩვენება. რეჟისორი: ქრისტინა დატონი
  • ინტერაქტიული ნაწილი: დაკვირვება ბუნებაზე და ხატვის აქცია

23 მაისი - ღამე მუზეუმში

  • 17:00 სთ. თანამშრომლობითი არქიტექტურული გამოფენების გახსნა
  • იაპონელი კალიგრაფების საჩუქარი მუზეუმს
  • 18:00–19:00 - მუზეუმის შენობის არქიტექტურისა და რეაბილიტაციის პროექტის ინსტალაციის წარდგენა. პროექტის ავტორი და არქიტექტორი: ნინო ჩაჩხიანი
  • GENIUS LOCI TBILISI - ნატა ნებიერიძისა და მაშა ჩიღვინაძის კვლევითი გამოფენის წარდგენა და ტური
  • 20:00 სთ. - დროებითი გამოფენების ტურები: „მღებავი მცენარეები“, „ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია“
  • Biopixels - ფილმის ჩვენება. რეჟისორი: ქრისტინა დატონი
  • 21:00–23:00 - ვიდეო პერფორმანსების წარდგენა - მუზეუმის მინუს სართულის სივრცე
  • აუდიოვიზუალური ინსტალაცია -  მუზეუმის ბაღი

კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები

  • მღებავი მცენარეების კოლექციაზე დაფუძნებული დროებითი გამოფენა
  • პეპლების განახლებული კოლექციის პრეზენტაცია
  • მუზეუმის რეაბილიტაციის შემდგომი არქიტექტურული ინსტალაცია
  • კვლევითი პროექტი Genius Loci Tbilisi
_____________________________________________________________________________________

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

კვირეულის ფარგლებში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი სპეციალურ პროგრამას გთავაზობთ.

18 მაისი - ღია კარის დღე 10:00–19:00 საათამდე.

22 მაისი - საჯარო ლექცია „ირაკლი ფარჯიანი — იდუმალი სხივი“

მუზეუმში მიმდინარე დროებითი გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია, რომელიც შეეხება ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას, მხატვრულ ხედვასა და მიმდინარე გამოფენას.

  • მოწვეული სტუმარი: ასმათ ფარჯიანი, გერმანისტი და მთარგმნელი
  • სპიკერი: კონსტანტინე ბოლქვაძე, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი
  • მოდერატორი: ნინია ახვლედიანი, მუზეუმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
_________________________________________________________________________________________

ეროვნული სასახლე
18 მაისი, 2026
  • 11:00 საათიდან უფასო ვიზიტი მუზეუმში
  • ამ დღესთან დაკავშირებით, სასახლის მუზეუმს ეწვევიან ის მხატვრები, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები სასახლეს უსასყიდლოდ გადასცეს და დღეს მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებშია წარმოდგენილი
  • სპეციალურ კუთხეში მხატვრები სიმბოლურ ჩანახატებს გააკეთებენ
_______________________________________________________________________________________

სმირონოვების მუზეუმი

19–20 მაისი - ჯგუფური გამოფენა „ხიდები დროსა და სივრცეში“

19 მაისი-  გახსნა 15:00 საათზე
20 მაისი - გამოფენა ღია იქნება 21:00 საათამდე

  • ჯგუფური გამოფენა SM Gallery-ში
  • 2026 წლის თემის — „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ ფარგლებში
  • თემატურად შერჩეული თანამედროვე ნამუშევრები
  • მონაწილე ავტორების დაჯილდოება სერტიფიკატებით 
________________________________________________________________________________________

კავკასიის უნივერსიტეტი

18 მაისი - საგანმანათლებლო ტური „უნივერსიტეტის კედლებში მიმალული ხელოვნება“

15:00 სთ. კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, პაატა სააკაძის N1

  • ტურს უძღვებიან ICOM-ის წევრები - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები გურანდა ჭელიძე და ქეთევან მუხიგული
  • მონაწილეები: სტუდენტები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი
  • ღონისძიება ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიასა და ვიცე-პრეზიდენტის ხატია გოგლიძის პატრონაჟით

რეგისტრაცია:
https://docs.google.com/forms/d/1gSM6TZMRi0_mhmym_SJoMatr5duRZd7e_Q30lRt-5p0/edit?pli=1

________________________________________________________________________________________

შიდა ქართლი

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

18 მაისი - 10:00–20:00 — ღია კარის დღე

  • 12:00–18:00 - ტრადიციული რეწვის ადგილობრივ ოსტატთა მასტერკლასები
  • 12:00–14:00  ხალიჩის ქსოვის ოსტატი ნინო (ეულარია) საძაგლიშვილი
  • 14:00–15:30  ახალგაზრდა კერამიკოსი ნინი აბალაკი
  • 17:00–18:30  ტრადიციული თექის დამზადების ოსტატი ნინო კორკოტაშვილი
  • 17:00  სითვით (ნაცურით) ქარგვა და სამკაულის დამზადება — მარინა ბეგლარიშვილი
  • 18:00  მეთოჯინე ლალი ყაზიშვილი
13:00 - ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პრეზენტაცია. „ჩემი ქალაქის წარსულიდან - ქალთა საზოგადოებრივი და მოხალისეობრივი ორგანიზაციები გორში XIX–XX სს-ის მიჯნაზე“

დასკვნითი ღონისძიება - გორის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი. ხელმძღვანელი: ზურა წკრიალაშვილი

დამატებითი აქტივობები - მუზეუმის რამდენიმე სივრცეში მოეწყობა ქართული ტრადიციული ყოფის ამსახველი კუთხეები სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად. 

___________________________________________________________________________________________

ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება

18 მაისი. 15:00 - აქტივობა — „ჩემი ფავორიტი სამუზეუმო ექსპონატი“. სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი ექსპონატები სამუზეუმო კოლექციებიდან.

19 მაისი. 14:00 - ფოტოგრაფ მევლუდ სალაღაიას ფოტო-ნამუშევრების გამოფენის „მატერიალური კულტურის ძეგლები ხაშურის მუნიციპალიტეტიდან“ გახსნა

20 მაისი. 14:00 - „ვიკრიბებით საფიხვნოზე“. საუბრები ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების გამოწვევების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ

21 მაისი. 14:00 - ლექცია-პრეზენტაცია — „ნინო და ბარბარე ყიფიანები“. მომხსენებელი: მურად მთვარელიძე — ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილე სამეცნიერო დარგში

22 მაისი. 14:00 - ლექცია-პრეზენტაცია — „ულუმბოს არქიტექტურული კომპლექსი“. მომხსენებელი: ტარიელ კიპაროიძე — არქიტექტორი-რესტავრატორი, საქართველოს კულტურის სამინისტრო

25 მაისი. 14:00 - ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სტაჟიორ ანი მჭედლიძის პრეზენტაცია „წრომის ტაძარი“. მენტორი: მზია ლობჟანიძე — ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი

27 მაისი. 14:00 - შეხვედრა — „ლესია უკრაინკას მუზეუმი — სურამის კულტურის ცენტრი“. სურამის ლესია უკრაინკას მუზეუმი. 

28 მაისი. 14:00 - ლექცია-პრეზენტაცია — „ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების უცხოური ვოიაჟები“. მომხსენებელი: ჯონდო ქიტიაშვილი — ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველი. 

29 მაისი. 14:00 - „არქეოლოგების საათი მუზეუმში“. ლექცია-პრეზენტაცია — „ულუმბოს არქეოლოგიური ექსპედიცია — 2026“. მომხსენებლები: მერაბ ძნელაძე და ექსპედიციაში მომუშავე არქეოლოგები. პარტნიორი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო

___________________________________________________________________________________________

იმერეთი

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

18 მაისი - ღია კარის დღე

15:00 - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომელთა დაჯილდოება

16.00 - „ქართული ეროვნული სამოსი“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების — „მოდის ტექნოლოგია და დიზაინი“ და „სამკერვალო წარმოება“ სტუდენტთა გამოფენა

19 მაისი - 11:00 - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

12:00 - „ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. 

20 მაისი. 14:00 - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა კონფერენცია „მსოფლიო მუზეუმები“. 

21 მაისი. 16:00 - ფოტოგამოფენა — „კადრები აფხაზეთიდან“; ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის წიგნი-ალბომის — „უვიწყარა“ პრეზენტაცია. ღონისძიება ტარდება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში. 

22 მაისი. 14:00 -„თვითმნათობელი სიბრძნის ლამპარი - აწსუ 90: ელინური მუზების ტაძრიდან თანამედროვე ევროპულ უნივერსიტეტამდე“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, იმერ ბასილაძის წიგნის პრეზენტაცია. 

23 მაისი. 19:00 - „მუზეუმი და ეთნოკულტურული ტრადიციების რეტროსპექტივა“; 

აქცია — „ღამე მუზეუმში“

___________________________________________________________________________________________

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

18 მაისი - პანელური დისკუსია „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“

სადისკუსიო ბლოკები

ბლოკი I — „ჭიათურა — კულტურული გზაჯვარედინი“

  • სხვადასხვა ეპოქის — ანტიკური ხანის, შუა საუკუნეებისა და ინდუსტრიული პერიოდის — ურთიერთკავშირი მუზეუმის სივრცეში
  • სადისკუსიო კითხვა: არის თუ არა მუზეუმი ადგილი, სადაც ჭიათურის მაღაროელი და ელინისტური ხანის ადამიანი ერთიან ისტორიულ ხაზზე ხვდებიან ერთმანეთს?

ბლოკი II — „მუზეუმი და სოციალური ერთიანობა“

  • მუზეუმი, როგორც საერთო მემკვიდრეობის გარშემო გაერთიანების სივრცე
  • სადისკუსიო კითხვა: როგორ შეუძლია მუზეუმს შეამციროს თაობებს შორის ნაპრალი?

ბლოკი III — „ექსპონატი, როგორც მშვიდობისა და კავშირის ელჩი“

  • საერთაშორისო და რეგიონული კავშირები ექსპონატების მეშვეობით
  • სადისკუსიო კითხვა: როგორ გვეხმარება მუზეუმი დავინახოთ, რომ ლოკალური ისტორია გლობალური სამყაროს ნაწილია?

პრეზენტაცია „მუზეუმის როლი და დანიშნულება თანამედროვე ცხოვრებაში“

19 მაისი - საჯარო ლექცია „მხატვრობა — ენა, რომელიც არ საჭიროებს თარგმანს“

  • ხელოვნება, როგორც სხვადასხვა კულტურის გამაერთიანებელი საშუალება

აქტივობა - სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ ექსპონატებისა და ისტორიული ნივთების ხატვა. 

20 მაისი - საჯარო ლექცია „ქართული ქორეოგრაფია და კოსტუმების ისტორია“

  • სხეულის ენა და სამოსი, როგორც ეროვნული იდენტობის გამოხატულება

აქტივობა - სხვადასხვა კუთხის ცეკვის წარმოდგენა — ქართული კულტურული მრავალფეროვნების ერთიანობის იდეა

საჯარო ლექცია - „ქართული საკრავების ისტორია“

  • მუსიკალური ჰარმონია და ქართული საკრავების კულტურული მნიშვნელობა

აქტივობა - საუბარი საკრავების რეგიონულ გავრცელებასა და მუსიკის გამაერთიანებელ როლზე.

21 მაისი - საჯარო ლექცია „თეატრის ისტორია — ქართული და ჭიათურის აკაკი წერეთლის თეატრი“

  • სცენა, როგორც რეალობისა და ფანტაზიის გამაერთიანებელი სივრცე
  • ჭიათურის თეატრის როლი ქართულ თეატრალურ კულტურაში

აქტივობა - საუბარი თეატრის შესაძლებლობაზე, გააერთიანოს სხვადასხვა ეპოქა ერთ სცენურ სივრცეში. 

22 მაისი - საჯარო ლექცია „ჭიათურის მანგანუმის მრეწველობა და ისტორია“

  • ინდუსტრია, რომელმაც ჭიათურა მსოფლიოსთან დააკავშირა
  • ჭიათურის ადგილი გლობალურ ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ისტორიაში.

___________________________________________________________________________________________

კახეთი

თელავის ისტორიული მუზეუმი

18 მაისი - 14.00. დროებითი გამოფენის გახსნა: გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის -  იაპონიის, ინდოეთის, ისრაელის, ირანის, აშშ-ის, უკრაინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, პაკისტანის, ირლანდიისა და სხვა ქვეყნების მხატვრების მიერ მუზეუმისთვის საჩუქრად გადმოცემული ნამუშევრები.

19 მაისი. 14:00 - თემატური ღონისძიება. თელავის დამეგობრებული ქალაქები და ქვეყნები — კულტურული და ისტორიული კავშირები. 

20 მაისი. 14:00 - პრეზენტაცია მოსწავლეთათვის „რეალიზმი და მოდერნიზმი ქართულ ხელოვნებაში“

  • გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გაცნობა
  • საუბარი ქართულ და ევროპულ კულტურულ კავშირებზე

21 მაისი. 15:00 - ინკლუზიური საგანმანათლებლო აქტივობა შშმ პირთათვის „მე და მუზეუმი“. 

22 მაისი. 14:00 - შეხვედრა სტუდენტებისთვის „მეფე ერეკლე II-ის საგარეო ურთიერთობები“

  • ქართლ-კახეთის სამეფოს დიპლომატიური პოლიტიკა
  • XVIII საუკუნის გეოპოლიტიკური გარემო
  • არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენილი მასალების დათვალიერება 

23 მაისი. 14:00 - თელაველი მხატვრის, თინიკო დათიშვილის პერსონალური გამოფენის გახსნა. 

23 მაისი - „ღამე მუზეუმში“ 19.00 - 22.00 

  • ააიპ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის კონცერტი — მუზეუმის ვერანდა
  • ფილმის „ღამე მუზეუმში“ ჩვენება ბავშვებისთვის — საკონფერენციო დარბაზი
  • ადგილობრივი საესტრადო შემსრულებლების კონცერტი — მუზეუმის ვერანდა
  • ააიპ ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის „მუსიკის ქალაქი“ კონცერტი — მუზეუმის ვერანდა.
_____________________________________________________________________________________________

გურია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი

18 მაისი. 15:00 - ღონისძიება -„ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედება“. პოეზიის, მუსიკისა და შემოქმედებითი საღამო. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

25 მაისი - „გურიის ერისთავები - ჩაის პირველი პროდუქციის მწარმოებლები საქართველოში“. გურიის ერისთავების რეზიდენცია. 
  • 175 წლის შემდეგ ისტორიული ტრადიციის გაცოცხლება - სიმბოლური ჩაის კრეფა
  • ჩაის კულტურისა და წარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • გურიის ერისთავების როლის განხილვა ჩაის წარმოებაში
  • ანდრია ერისთავის ბროშურის პრეზენტაცია
მომხსენებლები
  • თემურ რევიშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი
  • ბახვა დოლიძე - მეცნიერ-თანამშრომელი, ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
  • თენგიზ სვანიძე - ასოციაცია „ქართული ჩაის“ თავმჯდომარე
  • მამია ბარამიძე - ჩაის ფაბრიკების გაერთიანების ყოფილი დირექტორი
  • მანანა ძნელაძე - მეორე ჩაის ფაბრიკის ყოფილი დირექტორი