UNESCO და ICOM მსოფლიოს სამუზეუმო სფეროს პროფესიონალებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კვლევაში, რომელიც მუზეუმებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას ეხება
კვლევის მიზანია, შეისწავლოს, თუ როგორ იყენებენ მუზეუმები AI ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: კოლექციების მართვის, კონსერვაციის, კვლევის, განათლების, ხელმისაწვდომობისა და ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით. ამავდროულად, კვლევა ყურადღებას ამახვილებს ეთიკურ საკითხებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას თან ახლავს.
კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება საერთაშორისო რეკომენდაციების, სამომავლო პოლიტიკისა და პრაქტიკული გზამკვლევების შემუშავებას, რაც მუზეუმებს დაეხმარება AI ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან და ეფექტურ გამოყენებაში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- კვლევაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ტიპისა და მასშტაბის მუზეუმის წარმომადგენელს;
- თითოეული მუზეუმიდან მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადი;
- გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ კითხვარზე წარმოდგენილი პასუხები შეთანხმებული იყოს მუზეუმის ხელმძღვანელობასთან;
- კითხვარის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფორმატის საშუალებით;
- კითხვარის შევსებას საშუალოდ 60 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება;
- ყველა რამდენიმე- პასუხიანი (multiple-choice) კითხვა სავალდებულოა, დამატებითი ინფორმაციის ველები კი - ნებაყოფლობითი, გარდა რესპონდენტის შესახებ ინფორმაციისა (კითხვები 1 და 2).
მონაწილეობის ბოლო ვადა - 21 ივლისი, 2026;
- კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება UNESCO-სა და ICOM-ის ერთობლივი ანგარიშისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად;
- განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთიკურ სტანდარტებს, პასუხისმგებლიან AI გამოყენებასა და მუზეუმების პროფესიულ საჭიროებებს ეთმობა;
- კვლევა ეფუძნება UNESCO-ს რეკომენდაციას ხელოვნური ინტელექტის ეთიკის შესახებ და ICOM-ის ეთიკის კოდექსს.
- მუზეუმის წარმომადგენლების გამოცდილება და პროფესიული ხედვა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კვლევის შესახებ ინფორმაცია: UNESCO & ICOM Global Survey on AI in Museums
