ICOM აცხადებს სოლიდარობის პროექტების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საპროექტო წინადადებების მიღებას მიმდინარე პანდემიასა და მუზეუმების მდგარდობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და COVID-19 კრიზისის შემდეგ სამუზეუმო პრაქტიკის პერსპექტიულ ახალი მოდელებზე.
პროექტები შეირჩევა ICOM-ის სტრატეგიული ასიგნებების კომიტეტის (SAREC) მიერ. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ICOM-ის ეროვნულ და საერთაშორისო კომიტეტებს, რეგიონალურ ალიანსებსა და ასოცირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ საპროექტო განაცხადების შემოტანა. კონკურსით დაინტერესებული ინდივიდუალური წევრები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ეროვნულ ან საერთაშორისო კომიტეტს / რეგიონალურ ალიანსს / ასოცირებულ ორგანიზაციას, რათა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები. თანხების არსებობის გათვალისწინებით, სოლიდარობის პროექტების მეორე კონკურსი შეიძლება დაიწყოს 2021 წლის თებერვალში.
პროექტები შეიძლება ფოკუსირებული იყოს (მაგრამ არ არის ლიმიტირებული) შემდეგ თემებზე:
- მუზეუმების საქმიანობის ორგანიზებისა და ახალ გარემოებებთან ადაპტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები: ტენდენციები და ახალი იდეები (ე.ი. სამუზეუმო განათლებისთვის);
- მუზეუმის სპეციალისტთა გამოწვევები - დისტანციური მუშაობა და სამსახურის დაკარგვის რისკი;
- პანდემიის შემდგომი ვიზიტორი: უსაფრთხოება და ახალი საჭიროებები;
- მუზეუმებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ: ახალი მიდგომების განხორციელების ხელშეწყობა;
- სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა მუზეუმების მდგრადი მომავლისთვის დახურვის შემდეგ;
- პოსტ-პანდემიური სცენარის საქმიანობა: - შემოსავალი მუზეუმებისთვის - სამუშაო ადგილების შექმნა - ვიზიტებისა და გამოფენების რეორგანიზაცია - ახალი საქმიანობის შემუშავება - ადგილობრივ საზოგადოებასთან დაკავშირება - ონლაინ - აქტივობების შემუშავება
- პოსტპანდემიური მდგრადობის სხვა თემები, რომელიც გლობალური სამუზეუმო საზოგადოებისთვის შეიძლება ზოგადი ინტერესის სფერო იყოს.

