2020 წლის 19 ივნისს ICOM-ის 2016 წლიდან არჩეული პრეზიდენტი სუეი აქსოი თანამდებობიდან გადადგა. 21 ივნისს ICOM-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ახალ პრეზიდენტად არჩეული იქნა ალბერტო გარლანდინი (ICOM-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი). ახალი პრეზიდენტის არჩევის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ანონიმური არჩევნების წესით და ICOM-ის დებულების თანახმად.
?ალბერტო გარლანდინი 2005 წლიდან მუშაობდა ICOM-ში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის: ICOM იტალიის თავმჯდომარე და ICOM მილანის 2016 წლის გენერალური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. იგი ასევე იყო ICOM-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მუზეუმის ახალი განმარტების განხილვის კომიტეტის (MDPP), სტრატეგიული განვითარების კომიტეტის (SAREC), რეგიონალური მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტის (ICOM ICR), მდგრადობის სამუშაო ჯგუფისა (SWG) და სტრატეგიული გეგმის განვითარების კომიტეტის წევრი (2013-2017).
სუეი აქსოის გამოსამშვიდობებელი სიტყვა
ალბერტო გარლანდინის პრეზიდენტად არჩევის შესახებ ინფორმაცია

