ICOM - Მუზეუმების საერთაშორისო საბჭო ამზადებს Museum International-ის გამოცემას თემაზე: მუზეუმები, მდგრადობა და მდგრადი განვითარება (ნომერი 74, N 297-298).
განაცხადები შეფასდება შესაბამისობის მიხედვით და არჩევის შემთხვევაში, გამოგზავნილი სტატიები გაივლის ორმაგ ბრმა განხილვის პროცესს. Taylor & Francis/Routledge-ს გამომცემლობასთან თანამშრომლობით ჟურნალი გამოქვეყნდება 2023 წლის დეკემბერში. Გამომდინარე იქიდან, რომ გარემოს დაცვის მოძრაობის აქტივისტები თავიანთ ქმედებებს მასშტაბურ საერთაშორისო სამხატვრო გალერეებში ახორციელებენ, სამუზეუმო სექტორი უგულვებელყოფას ვერ გაუკეთებს იმ რიგ არსებით სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებს, რომელიც გავლენას ახდენს კაცობრიობასა და ბიომრავალფეროვნებაზე. რა არის საჭირო იმისათვის, რომ 21-ე საუკუნის მუზეუმი მდგრადი გახდეს? როგორ შეუძლიათ მუზეუმებს აქტიურად შეუწყონ ხელი მდგრადი საზოგადოებების განვითარებას? მონაწილეობს თუ არა ჩვენი მუზეუმი ისეთ აქტივობებში, რომელიც პლანეტისთვის მავნებელია? როგორ შეუძლია მუზეუმს ადამიანებისა და პლანეტის გადარჩენა - აყვავებისთვის საჭირო ტრანსფორმაციებში მონაწილეობა და მათი წარმართვა? მუზეუმები, მდგრადობა და მდგრადი განვითარებასოციალურ-ეკოლოგიური კოლაფსის წინაშე მდგარ სამყაროში მუზეუმებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ ადგილობრივი ცნობიერებისა და კოლექტიური მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს უწყობს სამყაროს დაცვისთვის რიგი პრაქტიკული ქმედებების განხორციელებას. Museum International-ის მორიგი გამოცემისთვის მოვუწოდებთ ავტორებს, გამოაგზავნონ წინადადებები, რომელიც ასახავს მუზეუმის როლის მრავალმხრივ გააზრებასა და გამოცდილების გაზიარებას მდგრადობასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე. ვაცნობიერებთ, რომ ეროვნული კონტექსტიდან და ადგილობრივი ეკონომიკური საფუძვლებიდან გამომდინარე, მდგრადობის ცნებას სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული მნიშვნელობა ექნება, თუმცა მდგრადი განვითარება მოიცავს შემდეგ სამ ძირითად განზომილებას - სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი, რომელსაც გაერთიანებული ერების (UN) 2020 წლის დღის წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები ეფუძნება და წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) და ხუთი P-ს (People, Planet, Prosperity, Peace, Partnership - ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა, პარტნიორობა) მიზნების მიღწევის საფუძველს. გარდა ამისა, ზოგიერთი მუზეუმი უფრო ფართოდ ავითარებს მდგრადობის კონცეფციას ცოცხალ ეკოსისტემებზე მორგებული ადგილობრივი პრაქტიკით. მდგრადობას და მდგრად განვითარებას გლობალურად სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს, რაც ადგილობრივ პრიორიტეტებზე დამოკიდებულებით შესაბამისად იწვევს სხვადასხვა ქმედებას. Აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს, წარმოაჩინონ მთელი რიგი იდეები მდგრადობისა და მდგრადი განვითარების შესახებ, კრიტიკის ჩათვლით და გაითვალისწინონ ის, თუ როგორ შეიძლება ეს თემები დაკავშირებული იყოს სამუზეუმო საქმიანობასთან და იმ საზოგადობებთან, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. ICOM-ისა და ფართო სამუზეუმო სექტორისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი რიგი პერსპექტივების, პოლიტიკისა და პრაქტიკების შესახებ მსჯელობას. Განაცხადების თემების მრავალფეროვნებისთვის, ასევე მისასალმებელია ის საკითხები, რომელსაც შეუძლია სექტორის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა კეთდება ან წარმოიშობა ამ სფეროში და ასევე მომავალი გამოცდილებისთვის შთამაგონებელი იდეების განვითარება. განმცხადებლებს მოვუწოდებთ, გაიაზრონ სამუზეუმო პრაქტიკისა და ქმედებების მრავალფეროვანი პერსპექტივები, რისი მეშვეობითაც მუზეუმები ხელს უწყობენ ან ბიძგს აძლევენ მომავლის მდგრად განვითარებას. მივესალმებით თანამონაწილეობას, რომელიც ეხება ქვემოთ ჩამოთვლილი თემების არასრულ სიას:
- მუზეუმი, როგორც სოციალური აქტივატორი
- მუზეუმის მართვის მოდელები და აქტივობები
- Მუზეუმები და საზოგადოებრივი პროგრამები (გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვ.)
- Მუზეუმების ეკონომიკა
- მუზეუმის ეკოლოგიური კვალი
- ახალი სამუზეუმო პრაქტიკები
- მუზეუმების თანამშრომლობა და კავშირები
- მუზეუმები და ადგილობრივი ტექნოლოგიები და მათი პედაგოგიკა მდგრადობის უზრუნველყოფისთვის
- Სამუზეუმო აქტივიზმი და ლიდერობა
- მუზეუმები და შემოქმედებითი მიღწევები (ლიცენზიის გარეშე წვდომა სურათებზე, გამოფენებსა და გამოცემებზე)
თეზისები , 250-დან 300 სიტყვამდე ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე publications@icom.museum თეზისი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ნაშრომის დასახელება
- ავტორ(ებ)ის სახელ(ებ)ი
- პროფესიული გამოცდილება
თეზისი წარმოადგენს ჟურნალის ხელნაწერის რეზიუმეს. Თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250-300 სიტყვას და წარმოადგენდეს სტატიის მოკლე მიმოხილვას. Museum International-ში გაგზავნილი სტატიები უნდა მოიცავდეს შემდეგ სტრუქტურას:
- შესავალი: სტატიაში განხილული ზოგადი თემა და კვლევის საფუძველი
- კვლევის საკითხ(ები)/კრიტიკული საკითხ(ებ)ი: საკვანძო საკვლევი ან კრიტიკული საკითხი მითითებული პრობლემის განხილვით. ასევე ხაზგასმა ამ თემაზე არსებული კვლევების ნაკლოვანებებზე
- ინოვაცია: კვლევის საკითხის მიდგომა და ახალ პერსპექტივები
- მეთოდოლოგია: როგორ ჩატარდა კვლევა (მაგ. საკითხის შესწავლა, ინტერვიუები და ა.შ.) ან კრიტიკული საკითხის გადასაჭრელად გამოყენებული საშუალებები
- დასკვნა: ხაზს უსვამს კვლევის გავლენას ან კრიტიკული საკითხის განილვის შედეგს და იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დასკვნები/შედეგები
- ბიბლიოგრაფია: გამოყენებული რესურსების ჩამონათვალი, რომლებიც ციტირებული იქნება სტატიაში.

