ICOM-ის 2023 წლის წევრობის განახლება

15 დეკემბერი, 2022

ძვირფასო წევრებო, გაცნობებთ, რომ ICOM-ის წევრობის განახლება დაიწყო 2022 წლის 17 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. წევრობის განახლებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
  • ინდივიდუალური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი - 90 ლარი
  • სტუდენტური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი - 50 ლარი ( საწევრო თანხის გადახდამდე ყველა სტუდენტი წევრი ვალდებულია, გამოაგზავნოს სტუდენტის აქტიური სტატუსის ცნობა)
  • ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 1 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000 ევრომდე) - 640 ლარი
  • ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 2 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000-დან 100 000 ევრომდე) - 790 ლარი
გადასახადის გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - GEL. წევრობის თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ უნაღდო ანუ საბანკო გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე : GE38TB0640536080100001 / ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტი (გთხოვთ, საბანკო გადახდის საფუძველში მიუთითოთ: ”საწევრო გადასახადი” და თქვენი სახელი-გვარი. წევრობის ბარათების 2023 წლის სტიკერი გაიცემა 3 ეტაპად - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. სტიკერის მისაღებად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:
  • სტიკერის პირადად აღება შეუძლიათ მხოლოდ წევრებს (მესამე პირებზე სტიკერები არ გაიცემა!)
  • სტიკერის აღებამდე გადახდილი უნდა გქონდეთ 2023 წლის საწევრო გადასახადი (სტუდენტმა წევრებმა გადახდამდე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის აქტიური სტატუსის ცნობა).
  • სტიკერის ასაღებად თან უნდა იქონიოთ ICOM-ის წევრობის ბარათი და პირადობის მოწმობა.
შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ICOM საქართველოს ელ-ფოსტაზე: icomgeo@gmail.com