კოლეტ დიუფრენს-ტასეს სახელობის პრემია საუკეთესო კვლევისთვის სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქციების მიმართულებით

15 აპრილი, 2023

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 მაისი.

2015 წელს ICOM CECA-ს მიერ დაწესდა კოლეტ დიუფრენს-ტასეს სახელობის პრემია სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქციების მიმართულებით საუკეთესო კვლევის პრეზენტაციისთვის. კონკურსის მიზანია კომიტეტის წევრების კვლევის წახალისება და სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქციების განვითარების ხელშეწყობა, იმ რესურსების გაუმჯობესება, რასაც მუზეუმები სთავაზობენ საზოგადოებას. პრემია გადაეცემა CECA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილ საუკეთესო ემპირიული კვლევის ავტორს. პრემია მოიცავს 400 ევრომდე კონტრიბუციას გამარჯვებულის საცხოვრებლისა და რეგისტრაციის ხარჯებისთვის, თუმცა კონკურსის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ იფარება. გამარჯვებული კვლევის ტექსტი გამოქვეყნდება CECA-ს სამუზეუმო განათლების პუბლიკაციაში და ვებ-გვერდზე. ტექსტი შეიძლება წარდგენილ იქნეს ინგლისურ, ესპანურ ან ფრანგულ ენაზე, 35,000-დან 70,000 სიმბოლომდე (ინტერვალების ჩათვლით). დეტალური ინფორმაცია პრემიისა და მახასიათებლების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე: https://ceca.mini.icom.museum/research/delivering-research-paper/