18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე - საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებები (განახლებადია):
ქვემო ქართლი
რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum https://bit.ly/3BwdM5D
18 მაისი / 16.00 სთ. გამოფენა "ციხე - ქალაქი რუსთავი უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების ფონზე".
შიდა ქართლი
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი/Gori Historical-Ethnographical Museum https://bit.ly/3Ij7zxL
18 მაისი / 10.00 - 19.00 სთ. ჰერბარიუმის გამოფენა მუზეუმის კოლექციიდან „შიდა ქართლის ბიომრავალფეროვნება“; პანელ-დისკუსია „ახალგაზრდები მუზეუმის მდგრადობისთვის“ და სხვ.
ი.ბ.სტალინის სახელმწიფო მუზეუმი Stalin Museum in Gori
18 მაისი - ფონდში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა; შეხვედრა მწერალ ჯემალ ინჯიასთან; მუსიკალური კონცერტი; "შავფაროსნების" საჩვენებელი გამოსხვლა და სხვ.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი Uplistsikhe Museum-Reserve https://bit.ly/3OgAwy1
18 მაისი / 12.00 - 16.00 სთ. ჭედური ხელოვნების ოსტატის გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა "ლითონში გაცოცხლებული უფლისციხე"; მასტერკლასი ქართული ხალხური საკრავების თემაზე და სხვ.
ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება ხაშური https://bit.ly/3MIVq89
18 მაისი - მუზეუმის კვირეულის პროგრამა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
აჭარა
აჭარის მუზეუმი Ajara Museum https://bit.ly/42G2RT3
18-24 მაისი - მუზეუმის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია; საუბრების აჭარის ბიომრავალფეროვნებაზე; საუბრები სკოლის მოსწავლეებთან დედამიწის ეკოსისტემებზე; ფოტო-გამოფენა "კონსერვაცია და გარემოს ფაქტორები"; ბათუმის სკოლების ეკო-კლუბების პრეზენტაციები და სხვ.
იმერეთი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი https://bit.ly/44YFUfc
18 - 23 მაისი / ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტი ,,ჩვენ ვსწავლობთ არქეოლოგიას“; სოფელ ცხრუკვეთში, აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახლ-მუზეუმში პრეზენტაცია თემაზე ,,პალესტინური დღიურები“ და სხვ.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში https://bit.ly/3pKcem7
17 მაისი / 12.00 - 18.00 სთ. საგანმანათლებლო პროგრამები ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის; გამოფენა - კონკურსი "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა" დასხვ.
ხონის ისტორიული მუზეუმი https://bit.ly/41HdCDc
18 მაისი / 11.00 - 18.00 სთ. კონკურსი "ვინ უკეთ იცნობს ხონს, მის ისტორიას.; საგანმანათლებლო ღონისძიებები ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმში.
Kutaisi State Historical Museum ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
18 მაისი / 13.00 სთ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ,,ღვაწლმოსილ და წარმატებულ მუზეუმელთა დაჯილდოება"
14.00 სთ. "კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში"
გურია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება https://bit.ly/3Og8T8z
18 მაისი - ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმის ღონისძიებები.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი https://bit.ly/3OcirRX
18 მაისი / 12.00 სთ. საგანმანათლებლო პროგრამა "დედამიწის ეკოსისტემები და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საფრთხეები"
კახეთი
თელავის ისტორიული მუზეუმი / Telavi History Museum https://bit.ly/3BwEfA1
17 მაისი - დიმიტრი ანთაძის პერსონალური გამოფენა.
წინანდლის მუზეუმი Tsinandali Museum Tsinandali Estate - წინანდლის მამული https://bit.ly/3pKQ3vT
18 მაისი - ვიზიტი მუზეუმის ექსპოზიციებზე, ენოთეკასა და ისტორიულ ბაღში.
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება https://bit.ly/41P0hJd
18 მაისი - გაერთიანების 4 მუზეუმში დაგეგმილია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.
ფულის მუზეუმი საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia https://bit.ly/433yYvq
18 მაისი - გამოფენა "ქართული ფულის დამზადების ისტორია 1919 - 1921".
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი https://bit.ly/41IooZN
18 მაისი / 15.00 სთ. ფესტივალი ''ეზიარე ფიროსმანს".
იოსებ ნონეშვილის მუზეუმი - კარდენახი/Ioseb Noneshvili Museum https://bit.ly/3o8wYDv
18 მაისი / 15.00 სთ. ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა
სამეგრელო
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი Dadiani Palaces დადიანების სასახლე https://bit.ly/3pFzbGO
18 მაისი - გამოფენის გახსნა ,,ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია".
სამცხე-ჯავახეთი
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი Borjomi Museum of Local Lore https://bit.ly/3WqHUcx
18 მაისი - მუზეუმის საბიბლიოთეკო სივრცეში პრეზენტაციები თემაზე "სასულიერო ცხოვრება ბორჯომის ხეობაში"; ბორჯომელი თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა.
#მუზეუმისსაერთაშორისოდღე
#IMD2023
#InternationalMuseumDay
#SustainableMuseums
#Museums4WellBeing
#DIM2023
#JIM2023
#GeorgianMuseums

