ამა წლის მაისში ICOM საქართველოს საბჭოს წევრები პროექტის უკრაინელ პარტნიორებს - ICOM უკრაინისა და მეიდანის მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის მეორე კომპონენტი და ამოცანები, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მუზეუმების დაზიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა აქტივობების (ფოტო-გამოფენა, პანელ-დისკუსია, ფორუმი, პუბლიკაცია) მეშვეობით. დისკუსიის შედეგად პროექტის პარტნიორები შეთანხმდნენ ფოტო-გამოფენის კონცეფციაზე, რომლის მიხედვით საქართველოს სამ ქალაქში მოეწყობა საქართველოსა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებისა და ნგრევის ამსახველი ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალები და გაიმართება პანელური დისკუსია აღნიშნულ თემაზე.
ICOM საქართველოს პროექტი “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” დაფინანსებულია ICOM-ის საგანგებო გრანტების კონკურსის #SolidaritytoUkraine ფარგლებში და ხორციელდება ICOM უკრაინას, ლურჯი ფარი საქართველოს, HERI – გადაუდებელი რეაგირების ინიციატივა – რევოლუციის ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.