
მემკვიდრეობის მდგრადობის გაძლიერება: ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსის ანგარიში
მიმოხილვა
პროგრამის მიმოხილვა დღე 1: კატასტროფების რისკების მართვა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა
სწავლება დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევით, რომელიც თანამედროვე მუზეუმების წინაშე დგას: კატასტროფების პირობებში კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველყოფა. ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კრიზისების მზარდი რისკების ფონზე, აღნიშნულმა თემამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრევენციული სტრატეგიებისა და მუზეუმების ეთიკური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან როლზე. სწავლების პირველი სესია გახსნა ICOM-ის ევროპული რეგიონული ალიანსის თავმჯდომარემ, ჯულიანა ერიკანიმ, თემით: „რისკები და პრევენციული უსაფრთხოება მუზეუმებში: ეთიკური ვალდებულებები ICOM-ის წესების მიხედვით." ჯულიანა ერიკანიმ ხაზი გაუსვა მუზეუმების ეთიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც რისკების პროაქტიულად მართვაში მდგომარეობს და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ICOM-ის წესებსა და ევროპული სტანდარტების რეგულაციებს. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ჰააგის 1954 წლის კონვენციის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვას. პრეზენტაციამ ხაზი გაუსვა პრევენციული სტრატეგიების ინსტიტუციურ პრაქტიკაში დანერგვის საჭიროებას, რაც მიზნად ისახავს კოლექციების, თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.სწავლების მეორე სესიაზე ICOM იტალიის პრევენციის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალესია სტროციმ, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობა: საგანგებო ევაკუაციის პროცედურები.“ რეალური შემთხვევების ანალიზისა და სცენარებზე დაფუძნებული პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, მონაწილეებმა შეიძინეს უნარები, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების დროს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. ალესია სტროციმ ხაზი გაუსვა ევაკუაციის პრიორიტეტების დადგენის, კოლექციებისთვის უსაფრთხო ადგილების მომზადებისა და მკაფიო კომუნიკაციის პროტოკოლების განვითარების აუცილებლობას. პრაქტიკულმა ჯგუფურმა აქტივობებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, აღნიშნული სტრატეგიები პრაქტიკაში გამოეყენებინათ, რაც ხელს უწყობდა თანამშრომლობას და რეალური პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას.
დღე 2: საგანგებო ევაკუაციის პროცედურები და ადამიანზე ორიენტირებული პირველად დახმარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დროს.
სამომავლო პერსპექტივები
ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსმა ხაზი გაუსვა მუზეუმის პროფესიონალებისთვის კრიზისულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი უნარებისა და ცოდნის გადაცემის მუდმივ საჭიროებას. სამი ინტენსიური დღის განმავლობაში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ კატასტროფების მზადყოფნის, საგანგებო რეაგირებისა და კულტურული მდგრადობის სირთულეებს და პრაქტიკულად იმუშავეს შესაბამის სტრატეგიებზე. პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა და თანამშრომლობითმა დისკუსიებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, თეორიული კონცეფციები ქმედით სტრატეგიებად გარდაექმნათ, რაც მათი ინსტიტუციებისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ ღირებულებას წარმოადგენს.- სწავლების მასშტაბის გაფართოება: ისეთი თემების დამატება, როგორიცაა ციფრული დაცვა, კრიზისის შემდგომი აღდგენა და კლიმატის მდგრადობა, რათა პასუხი გაეცეს მუდმივად განვითარებად გამოწვევებს.
- მიმდინარე საფრთხეებთან ადაპტაცია: სტრატეგიების შემუშავება კლიმატთან დაკავშირებული რისკებსა და ციფრული მოწყვლადობებთან გასამკლავებლად.
- თანამშრომლობის გაძლიერება: გლობალური ქსელების გაძლიერება, რათა გაიზარდოს გამოცდილების გაზიარება და რესურსების გაერთიანების შესაძლებლობა.
- უწყვეტი სწავლის უზრუნველყოფა: ციფრული პლატფორმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სასწავლო მასალებზე, შემთხვევების ანალიზებზე და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე.
