EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემიის 2027 წლის კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო.

08 აპრილი, 2026

MF – ევროპის მუზეუმების ფორუმი აცხადებს აპლიკაციების მიღებას ევროპის 2027 წლის მუზეუმის პრემიის კონკურსზე – EMYA (European Museum of the Year Award). 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 2026 წლის 4 მაისი. 

სამუზეუმოს სფეროს ყველაზე პრესტიჟული პრემია დაფუძნდა 1977 წელს ბრიტანელი მუზეოლოგის კენეტ ჰადსონის მიერ და ხორციელდება ევროპის მუზეუმების ფორუმის* მიერ, ევროპის საბჭოს ეგიდით. EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემია და ამ კონკურსის სხვა ჯილდოები ყოველწლიურად ცხადდება და გაიცემა ფორუმის საერთაშორისო კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიალზე. კონკურსი მიზნად ისახავს სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებასა და საზოგადოებაზე ორიენტირების პროცესის ხელშეწყობას სამუზეუმო სივრცეში. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროპის ყველა მუზეუმს, რომელიც არაკომერციული/არამომგებიანია და გაიხსნა ან არსებითად განახლდა 2022 წლის იანვრის შემდეგ;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია მუზეუმებს/გამოფენებს, რომელიც აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის 4 წელზე მეტი ხნის მანძილზე გახსნილია;
  • დროებითი ან “ნახევრად მუდმივი” ექსპოზიციები შეიძლება გახდეს განაცხადის გაკეთების მიზანი;
  • მუზეუმები/გამოფენები ღია/დასრულებული უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის დროისთვის (ზაფხული – ადრეული შემოდგომა 2026) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2027 წლის ივნისის ბოლომდე;
  • მუზეუმს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ მონაწილეობდა წინა კონკურსებში – 2022, 2023, 2024, 2025 ან 2026 წელს (ეს პირობა არ ეხება მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა ფილიალებს).

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და სააპლიკაციო პროცესზე იხილეთ ბმულზე. კონკურსის პრემიის კატეგორიები:

EMYA 2026 წლის საერთაშორისო კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ბილბაოში (ესპანეთი) 2026 წლის 10-14 ივნისს.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ევროპის მუზეუმების ფორუმი და  მასპინძლობს Euskararen Etxea და მასთან ასოცირებული ბასკური ენის ინტერპრეტაციის ცენტრი — 2025 წლის ევროპის საბჭოს მუზეუმის პრემიას გამარჯვებული. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს EMYA-ს საზოგადოება: წინა წლების კანდიდატები და გამარჯვებულები, პარტნიორები, მეგობრები და წლევანდელი ნომინირებული მუზეუმები.

კონფერენციის პროგრამა თემით „მუზეუმის გადააზრება: ინკლუზიურობა ყველასთვის“ ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს უფრო ინკლუზიური და მონაწილეობისკენ მიმართული პრაქტიკების დანერგვა მრავალფეროვანი თემებისთვის. 

რეგისტრაცია გახსნილია! ადრეული რეგისტრაცია („early bird“) გრძელდება 2026 წლის 21 აპრილამდე. https://emya2026bilbao.eus/en/


*ევროპის მუზეუმების ფორუმი / European Museum Forum წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას, სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.